პარტიის სოციალ-დემოკრატები-საქართველოს განვითარებისთვის თავმჯდომარედ გია ჟორჟოლიანი, აღმასრულებელი მდივნად კი, ბექა ნაცვლიშვილი იქნება. ისინი 250 დელეგატმა პარტიის რიგით მესამე ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით დაამტიცეს.
დღესვე დამტკიცდა პარტიის აღმასრულებელი საბჭო. ყრილობაზე სოციალ-დემოკრატებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის სამოქმედო გეგმა წარადგინეს და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაც დაანონსეს.
გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პარტია აქტიური პოლიტიკის რეჟიმში გადადის და მათი მთავარი მიზანი ქვეყანაში ნეოლიბერალიზმის სოციალიზმით ჩანაცვლებაა.