„სოციალ-დემოკრატების“ განცხადება 

პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერი, გია ჟორჟოლიანი ხელისუფლებას მიმართავს და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების გამო ქვეყანაში კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს.

მისი განცხადებით, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია და საქართველოს მთავრობამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სხვა სახელისუფლო უწყებებმა საარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ მოქალაქეთა უსაფრთხოება. ჯორჟოლიანი ამბობს, რომ სკოლებსა და უმაღლეს  სასწავლებლებში სწავლება უნდა გაგრძელდეს დისტანციურად და აუდიტორიებში მათი დაბრუნება არასწორი ნაბიჯია.