პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ყრილობა

15:33, 18.12.2017

პარტიის სოციალ-დემოკრატები-საქართველოს განვითარებისთვის თავმჯდომარედ  გია ჟორჟოლიანი,   აღმასრულებელი მდივნად კი, ბექა ნაცვლიშვილი იქნება. ისინი 250 დელეგატმა პარტიის რიგით მესამე ყრილობაზე     ხმათა უმრავლესობით დაამტიცეს.

დღესვე დამტკიცდა პარტიის აღმასრულებელი საბჭო. ყრილობაზე სოციალ-დემოკრატებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის სამოქმედო გეგმა წარადგინეს და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაც დაანონსეს.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პარტია აქტიური პოლიტიკის რეჟიმში გადადის და მათი მთავარი მიზანი ქვეყანაში ნეოლიბერალიზმის სოციალიზმით ჩანაცვლებაა.

მსგავსი