შალვა პაპუაშვილი ოლივერ ვარჰეის განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული პროექტით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადადის. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.