პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი უკვე ცნობილია. დათვლილია სამოცივე უბნის მონაცემი.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86 პროცენტი მიიღო. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ კი 38.38 პროცენტი.
დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „საქართველო“, გიორგი ლილუაშვილი 0.46 პროცენტი;
- „ტრადიციონალისტები“, ზურაბ ქართველიშვილი – 0.22 პროცენტი;
- „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, მამუკა ტუსკაძე – 1.47 პროცენტი;
- საინიციატივო ჯგუფი, ვასილ კოპალიანი – 1.61 პროცენტი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% შეადგინა.