გივი ჭიჭინაძე ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
გივი ჭიჭინაძე ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გივი ჭიჭინაძე ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის – ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

მადლობა ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის.

ზოგადად, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.