„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გივი ჭიჭინაძე ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის – ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.
მადლობა ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის.
ზოგადად, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.