ხმაურიანი სხდომა პარლამენტში. დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებების იმ პაკეტზე კამათობენ, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება ექნება. ოპოზიცია მას არაკონსტიტუციურს უწოდებს. ანალოგიურია დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის პოზიციაც. თუმცა, კოლეგების შეფასებებს არ იზიარებენ „ქართულ ოცნებაში“.
ნათია ქენქაძე დეტალებით.