პარტიების დაფინანსება - საკანონმდებლო ცვლილებები

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი სავარაუდოდ მომავალ კვირაში სამივე მოსმენით იქნება მიღებული. განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს. ცვლილებების მიხედვით, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ. ამასთან ერთად, პარტიის მიერ წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 0,01 პროცენტით მცირდება. კომიტეტის სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ დასწრებია. წინასწარ ცნობილია, რომ ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ კანონში გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“.