პარამედიკოსების სისტემის დანერგვა

რეგიონების შემდეგ მოტომედიკოსები თბილისშიც გამოჩნდნენ.

ყველაზე რთული და გადაუდებელი შემთხვევების სამართავად დანერგილი სასწრაფო დახმარების ახალი სისტემა დედაქალაქშიც ამოქმედდა. გადამზადებული ექიმები ქუჩებში სპეციალური მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან, რაც გამოძახებებზე სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს. პარალელურად მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს პარამედიკოსების გადამზადების პროცესი. საუბარია სასწრაფო დახმარების იმ მედიკოსებზე, რომლებმაც ყველაზე რთული შემთხვევები უნდა მართონ.