მოტომედიკოსები ბათუმში

დღეიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს, მოტომედიკოსები შეემატებიან. ისინი სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადდნენ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიკოსები მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით გამოძახების ადგილზე მისვლას ოპერატიულად შეძლებენ და პაციენტს სწრაფ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.