Paradise Papers: რუსული სახელმწიფო კომპანიები Facebook-სა და Twitter-ში მლნ დოლარის ინვესტიციებს დებდნენ
რუსული სახელმწიფო კომპანიები ფეისბუქსა და ტვიტერში მილიონობით დოლარის ინვესტიციებს დებდნენ. ამის შესახებ საუბარია ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ პარადაის ფეიფერსის სახელით გამოქვეყნებულ მასალებში.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკულ კომპანიებში, დონალდ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის ბიზნესპარტნიორის იური მილნერის შუამავლობით, ინვესტიციები განახორციელეს ვი-თი-ბი ბანკმა და გაზპრომმა. ამას გარდა, გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრს, ვაჭრობის მდივან უილბურ როსს ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან საქმიანი კავშირები აქვს. კომპანია, რომლის აქციონერი როსია, რუსულ ენერგოკომპანია სიბურთან თანამშრომლობით მილიონობით დოლარის მოგებას იღებს. სიბურის ორ აქციონერს ამერიკული სანქციები აქვს დაწესებული. დოკუმენტებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის პირადი თანხებიდან, 13 მილიონი დოლარი ოფშორებში ინვესტიციების სახით ჩადო.