საგარეო საქმეთა სამინისტროში ანდრეი კასიანოვის დაბარებას რეზონანსი ამერიკიდანაც მოჰყვა.
„ტვიტერზე“ გამოქვეყნებული განცხადების გამო ყოფილ კონგრესმენს დიდი ალბათობით განმარტებების გაკეთება დასჭირდება. ადამ კინზინგერი დაინტერესდა, როდის დაიბარეს ბოლოს საქართველოს საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი. რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი, ელჩი კი ქვეყნიდან გაწვეულია. წლების განმავლობაში კინზინგერი კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამ კონტექსტში მისი განცხადება კიდევ უფრო მოულოდნელი და გასაკვირი აღმოჩნდა. ინფორმაციის არ ქონის გამო შეცდომა, თუ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება – პოლიტიკური სპექტრი ორივე ვერსიას უშვებს.
საკმაოდ მძიმე იყო მმართველი პარტიის რეაქცია.