სოციალური მედია ტრამპის წინააღმდეგ

ძალადობის წახალისების წინააღმდეგ ბრძოლა თუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა – სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ანგარიში სამუდამოდ დაუბლოკა. პლატფორმა, რომელზეც დონალდ ტრამპი ზოგჯერ დღეში ათობით განცხადებას ავრცელებდა, პრეზიდენტისთვის საზოგადოებასთან კომუნიკაციის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა.

დაიბლოკა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ანგარიშიც. „ტვიტერის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტრამპის პოსტები ძალადობის გაღვივების რისკს ქმნიდა. თავად პრეზიდენტი კი სოციალურ ქსელს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. „ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ“ – ასე გამოეხმაურა ტრამპი „ტვიტერის“ გადაწყვეტილებას.

ქეთი ჩოხელის სიუჟეტი.