რაში ადანაშაულებს დონალდ ტრამპი სოციალურ მედიას, როგორ აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი ინტერნეტპლატფორმების რეგულირებას და მიიღებს თუ არა ის კონგრესის მხარდაჭერას

კიდევ უფრო გამწვავდა დონალდ ტრამპის დავა კომპანია „ტვიტერთან“, რომელსაც ყველაზე ხშირად თავად იყენებს. საჯარო დაპირისპირების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალური ქსელების რეგულირების შესახებ დადგენილება გამოსცა. ამ ბრძანების მიხედვით, სოციალური მედიის კომპანიებმა, როგორიცაა „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“, უარი უნდა თქვან კანონისგან იურიდიულ იმუნიტეტზე, თუკი საკუთარ პლატფორმებზე განცხადებების შინაარსს შეცვლიან.

თეთრი სახლის ლიდერმა სოციალური მედიის მისამართით კრიტიკა მას შემდეგ გაამწვავა, რაც „ტვიტერმა“ მის განცხადებებს სპეციალური აღნიშვნა გაუკეთა და მკითხველს ფაქტების გადამოწმებისკენ მოუწოდა.

 

დატოვე კომენტარი