აქციები და დაპირისპირება მინეაპოლისში

თემა, რომელმაც დონალდ ტრამპსა და „ტვიტერს“ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში მიმდინარე აქციებს უკავშირდება. ყალბი კუპიურის გამოყენების ბრალდებით დაკავებული და რამდენიმე საათში გარდაცვლილი მოქალაქის საქმემ და მისი დაკავების ამსახველმა ვიდეომ ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და ვნებათაღელვა გამოიწვია.

ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მინეაპოლისში ეროვნული გვარდია გაგზავნა. დემონსტრანტების მიერ დამწვარია რამდენიმე შენობა, ქალაქში ვითარება კონტროლს მიღმაა. მოქალაქეები სამართალდამცავებს ჯორჯ ფლოიდზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ფლოიდმა გონება სწორედ დაკავების მომენტში დაკარგა, საავადმყოფოში მიყვანისას კი გარდაიცვალა.