„მე კვლავ ვიმეორებ სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად!“ – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს განუცხადა. „შეჩერების ნაცვლად, ომი გაუარესდა. სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმინდეს და საზეიმო დღეებში ჩვენ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას გვაუწყებენ“ – აღნიშნა პონტიფიკოსმა.