ვატიკანი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ვატიკანის განცხადებით, რომის პაპმა ფრანცისკემ დაამტკიცა დეკრეტი, რომლითაც ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელს, რობერ შუმანს „გმირული სათნოების“ მქონედ აღიარებს. ტერმინი „გმირული სათნოება“ ნიშნავს, რომ ქრისტიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში განასახიერებდა რწმენის, იმედისა და სიყვარულის სათნოებებს და კათოლიკური ეკლესიაში ნეტარად აღიარების ერთ-ერთ ეტაპია, ხოლო ნეტარის სტატუსის მინიჭება წმინდანად აღიარების საწყის ეტაპს წარმოადგენს.

რობერ შუმანს მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები ეკავა. 50-იან წლებში, კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, მან ევროპის ქვეყნებს ქვანახშირისა და რკინის რესურსების გაერთიანება შესთავაზა. მის მიერ წარდგენილი გეგმა „შუმანის დეკლარაციით“ არის ცნობილი, რომელმაც 1957 წელს ევროპის ეკონომიკური გაერთიანების, ხოლო 1993 წელს ევროკავშირის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი.

მოამბე

დატოვე კომენტარი