ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

ერთკვირიანი ინტენსიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ზავი მიღწეულია.

ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, თუმცა ზავის დადებიდან რამდენიმე საათში, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან პოლიცია და პალესტინელები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.

ისრაელის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციის შედეგად საკუთარ მიზნებს შესრულებულად აცხადებს. საპასუხოდ პალესტინურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის მარცხი და მათი გამარჯვებაა. შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში ორივე მხარე მკაცრი პასუხის გაცემით იმუქრება.