რომის პაპის განცხადება

რომის პაპმა ფრანცისკემ შუადღის ლოცვის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს მიმართა და განაცხადა, რომ ის ლოცულობს უკრაინისთვის, იქ მყოფი ყველა რელიგიური საზოგადოებისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, რომ არსებული დაძაბულობა სერიოზული საერთაშორისო დიალოგის გზით მოგვარდეს და არა იარაღით, რადგან იარაღი არ არის მართებული გზა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. უკრაინა რუსეთს მის საზღვართან ათი ათასობით ჯარისკაცის მობილიზებას და შესაძლო ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის დაგეგმვაში სდებს ბრალს. რუსეთი ბრალდებებს კი უარყოფს და აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების მობილიზება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება.