რომის პაპი სააღდგომო წირვას დაესწრო

წირვას დაესწრო რომის პაპი ფრანცისკე, თუმცა ის არ უძღვებოდა სააღდგომო წირვას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, სავარაუდოდ, ფეხის ტკივილის გამო. ამის შესახებ მედია იტყობინება. მედიის ცნობით, პაპი ფრანცისკე საზეიმო წირვაზე იტალიელმა კარდინალმა ჯოვანი ბატისტამ შეცვლა. პაპმა ფრანცისკემ ქადაგება მოგვიანებით, წირვაზე წაიკითხა, სადაც უკრაინის საკითხსაც შეეხო. არსებული ცნობით, მესა, რომელსაც 5 500 ადამიანი ესწრებოდა, გალობისა და სახარების კითხვისას საკურთხევლის წინ ხანგრძლივ დგომას მოითხოვდა. 85 წლის პაპს კი, რადიკულიტი და ფეხის ტკივილი აწუხებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ, საზოგადოებას სადღესასწაულო აქტივობებზე დასწრების საშუალება მიეცა.