რუსეთის პრეზიდენტის წინ შესრულებული „ღვინოვ, კახურო,“ – პაატა ბურჭულაძისგან მის მიერვე მხარდაჭერილი პოლიტიკოსებიც კი განმარტებებს ითხოვენ.
სანქტ-პეტერბურგში ცნობილი რუსი დირიჟორისადმი მიძღვნილ კონცერტს, სადაც მსოფლიო ბანმა „დაისიდან“ არია შეასრულა, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კი მისი საქციელი ცალსახად ნეგატიურად შეფასდა. ირკვევა, რომ პუტინის თანდასწრებით ეს ქართველი საოპერო შემსრულებლის პირველი საკონცერტო გამოსვლა არ ყოფილა.