რუსეთის პრეზიდენტის განცხადება

ვლადიმერ პუტინის თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების უკან დასავლეთი დგას. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს მუდმივი ქაოსი ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ამიტომ, პუტინის განცხადებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმ ქვეყნების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზის სექტორში.