რუსეთის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები თბილისში

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება.

ოპოზიციის ნაწილი რუსეთთან ფრენების განახლებაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის ფონზე მოსკოვის ნაბიჯი ქვეყნის შიგნით პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის. მმართველი გუნდის ოპონენტები თანხმდებიან, რომ 2011 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმის მოხსნა და ოთხი წლის წინ გავრილოვის ვიზიტის შემდეგ შეწყვეტილი ავიარეისების აღდგენა საქართველოს საგარეო პოზიციონირების პასუხია, რაც სტატუსზე პოლიტიკური გადაწყვეტილების წინ სერიოზულ რისკებს აჩენს. რეაქცია მწვავეა უკრაინის საგარეო უწყებისგანაც, რომელიც რუსეთის გადაწყვეტილებას ერთი წლის წინ მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე უარს უკავშირებს. გადაწყვეტილებას ჰუმანიტარულ ჭრილში აფასებს პრემიერი. ხელისუფლება ოპონენტებს ახსენებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს და თან აგვისტოს ომიდან მალევე მოიხსნა.