რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში

ჩინეთი და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლისთავს აღნიშნავენ.

მეხუთე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქში ჩავიდა და ჩინეთის პრეზიდენტთან ფართო სპექტრის მოლაპარაკებები გამართა. ვიზიტი წარმომადგენლობითია. პუტინს თან ახლავს საგარეო და თავდაცვის მინისტრები, რამდენიმე ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელები. დღის წესრიგის საკითხებია: უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის ომები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება. ომთან დაკავშირებით სი ძინ პინის ნეიტრალური პოზიცია ძალაში რჩება.