აქცია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ

9 აპრილის მოვლენებიდან 35 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირი ისევ საპროტესტო აქციამ მოიცვა.

მოქალაქეები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი წლის წინ უკან გაწვეულ და მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ. უცხოური გავლენების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევის მოთხოვნით „თავისუფლების მარში“ მოეწყო, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა. ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი და ძალაუფლების გახანგრძლივების მცდელობა – ასე ფასდება აქციის მონაწილეების მხრიდან პროექტი, რომელსაც მოწინააღმდეგეები რუსულ კანონად აცხადებენ. დემონსტრანტები ხელისუფლებას მესამე სექტორის შეზღუდვის და მისი გაკონტროლების მცდელობაში ადანაშაულებენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.

განმეორდება თუ არა 2023 წლის მარტის მოვლენები, – ნოდარ ჩაჩუა აშუქებს საპროტესტო გამოსვლას.