ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი ყოფილ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფს. ადვოკატის განცხადებით, ფარცხალაძეს ლევან ყიფიანთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და მათ შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
გაგი მოსიაშვილის თქმით, ყიფიანის ჩვენებაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეა. ამ ჩვენების მიხედვით, ყიფიანი თიბისი ბანკიდან 4 მილიონ ლარამდე თანხის გატანის დროს რამდენჯერმე დაუკავშირდა ფარცხალაძეს, ვინაიდან თანხის გატანაზე, შესაძლოა, ბანკის მხრიდან ყოფილიყო პრობლემა. ყიფიანს კი სურდა ფარცხალაძისთვის, როგორც ბიზნესმენისთვის ნაცნობების დახმარებით ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარება ეთხოვა. ასევე, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფარცხალაძის ადვოკატმა ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბიზნესსაქმიანობაზე და 300 000 ლარად წყნეთში შეძენილ უძრავ ქონებაზე.