ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას,– ამის შესახებ საგანგებო განცხადება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაავრცელა. მისი თქმით, ფარცხალაძე ბიზნესსაქმიანობას ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს.
ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.