ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე დღეს ორ მოწმეს მოუსმინეს

ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე დღეს ორ მოწმეს მოუსმინეს. ბრალდების მხარემ ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები დაკითხა. საუბარი აბესაძის დაკავებამდე მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს შეეხო.

პროკურატურის განმარტებით, მოწმეების ჩვენებები, ასევე საქმეზე არსებული მტკიცებულებები ბრალდებულის დანაშაულს ადასტურებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

უფლებადამცველები, მომავალ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე დააყენებენ.