სასამართლო პროცესი

ყვარელში, ლავროვის ოჯახის წევრის შესაძლო სტუმრობის გაპროტესტებისათვის 20 მაისს დაკავებული პირების საქმეს განიხილავს გურჯაანის რაიონული სასამართლო. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანზე, დიმა ჩიქოვანსა და პარტიის სხვა წევრებზე. სასამართლოზე 40-ზე მეტი პირი მოწმის სახით უნდა გამოიკითხოს, მათ შორის არიან პოლიციელები, რომლებმაც ყვარელში პროტესტის დროს იქ მყოფი ოპოზიციონერები დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და პარტიის წევრებს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ.