„ოსკარის“ ლაურეატები ცნობილია.
ამერიკის კინოაკადემია ცერემონიის ტრადიციული ფორმის ერთგული დარჩა და ღონისძიება „დოლბის“ თეატრში გამართა. „დოლბის“ თეატრის გარდა ცერემონიას უმასპინძლა ლოს-ანჯელესის Union Station-მაც, დარბაზები გამოიყო ლონდონსა და პარიზშიც, რათა პანდემიის პირობებში არაამერიკელი ნომინანტებისთვის ღონისძიებაზე დასწრება მოსახერხებელი გამხდარიყო. შეზღუდული იყო დამსწრეთა სია.
„ოსკარის“ ცერემონიას პირველად ისტორიაში მხოლოდ ნომინანტები ესწრებოდნენ, რომელთაც კოვიდ-ტესტირება წინასწარ ჩაუტარდათ. კინო კრიტიკოსების მოლოდინი გამართლდა და დაჯილდოების ტრიუმფატორი ქლოა ჩჟაოს „მომთაბარეთა მიწა“ გახდა. საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში კი „ოსკარი“ მიიღო ფრანგი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარმა სახელწოდებით „მამა“.