„ოსკარის“ 93 დაჯილდოება. ქლოა ჩჟაოს „მომთაბარეთა მიწა“ „ოსკარის“ ტრიუმფატორია. ნამუშევარი წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა. სურათში მთავარ როლს ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს, რომელმაც ასევე „ოსკარი“ მიიღო. ფილმის რეჟისორმა, ქლოა ჩჟაომ „ოსკარი“ საუკეთესო რეჟისურისთვისაც დაიმსახურა.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო ფრანგი რეჟისორის, ფლორიან ზელერის სადებიუტო ნამუშევარმა „მამა“. ფილმში მთავარ როლებს ოლივია კოლმანი და ლეგენდარული მსახიობი ენტონი ჰოპკინსი ასრულებენ. საუკეთესო მამაკაც მსახიობად სწორედ ენტონი ჰოპკინსი დასახელდა. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ დაესწრნენ მიწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება მხოლოდ ნომინანტებს ჰქონდათ. დაცული იყო დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინასწარ ჩაუტარდა კოვიდტესტირება.