წლის მთავარი კინომოვლენა – ოსკარის დაჯილდოების რიგით 90-ე საიუბილეო ცერემონია. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გილერმო დელ ტოროს წყლის ფორმამ გაიმარჯვა. საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიიღო თავად დელ ტორომაც.
მამაკაცის საუკეთესო როლის ტიტული გარი ოლდმანს ერგო ფილმისთვის ჩერჩილი: მძიმე დროება. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში კი ფრენსის მაკდორმანდმა გაიმარჯვა ფილმისთვის სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე.
შოუს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. კიმელმა ცერემონია მონოლოგით დაიწყო და დონალდ ტრამპსა და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ მამაკაცებზე იხუმრა. ოსკარი მიიღო ლეგენდარულმა კალათბურთელმა, კობი ბრაიანტმაც.
დარბაზში მყოფი აუდიტორიის ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა ლუპიტა ნიანგოს სიტყვას. კენიელმა მსახიობმა მიგრანტებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკა ოცნებების ქვეყანაა და ყველა მეოცნებემ წარმატების მისაღწევად ბევრი უნდა იშრომოს.