„ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ" კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს
„ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ“ საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
სარჩელები „ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ“ ორმა მოქალაქემ წარადგინა. ისინი მოითხოვენ კანონის მე-10 მუხლში სიტყვა „შესაძლებელია“ შეიცვალოს სიტყვით „ვალდებულია“. საუბარია რეგულაციაზე, როდესაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციელი გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. კანონში წერია, რომ პოლიციელმა შესაძლებელია გამოსცეს ამგვარი ორდერი.