„ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ” კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

15:22, 28.03.2018

„ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ“ საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

სარჩელები „ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ“ ორმა მოქალაქემ წარადგინა. ისინი მოითხოვენ კანონის მე-10 მუხლში სიტყვა „შესაძლებელია“ შეიცვალოს სიტყვით „ვალდებულია“. საუბარია რეგულაციაზე, როდესაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციელი გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. კანონში წერია, რომ პოლიციელმა შესაძლებელია გამოსცეს ამგვარი ორდერი.

მსგავსი