ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში მსხვერპლით დასრულდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ოთხი პირი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.