ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ შვიდ ნოემბერს დაანონსებულ შეკრებას შეუერთდებიან. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული სხვადასხვა ჯგუფები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. ნანა კაკაბაძის განცხადებით, შვიდი ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შავი ლაქაა და ეს არავის უნდა დაავიწყდეს.