ბრიფინგი არასამთავრობო ორგანიზაციაში

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ეხმაურება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დიპლომატი განცხადებებით შეფარულად ცდილობს მხარი დაუჭიროს ოპოზიციას. ნანა კაკაბაძის განცხადებით, ელჩი სახალხო დამცველის დახმარებით აჟღერებს საკუთარ პოზიციას. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ამერიკელ დიპლომატს, ღიად დააფიქსიროს პოზიცია, თუ რა სურს საქართველოსგან შეერთებულ შტატებს.