პრესკონფერენცია „სახალხო დამცველის არჩევის წესთან“ დაკავშირებით

„სახალხო დამცველის არჩევის წესთან“ დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა პრესკონფერენცია გამართა. ნანა კაკაბაძის თქმით, მხოლოდ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან კანდიდატების დასახელება არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი არ ჰყავს.