ნანა კაკაბაძის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის საქმეს ეხმაურება. ნანა კაკაბაძის თქმით, სააკაშვილს არ აქვს უფლება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ათი ათასამდე პატიმარია, რომელთა ნაწილსაც სჭირდება ომბუდსმენის ჩართულობა, თუმცა ნინო ლომჯარია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს.