ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება

ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მედიასაშუალებებისა და სახალხო დამცველის მხრიდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაკავებაზე არაადეკვატურად რეაგირებენ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ათასობით უფლებაშელახული ადამიანი ჰყავდა, ხდებოდა ადამიანთა ციხეში წამება და ამ საკითხებზე არანაირი გამოძიება და რეაგირება წინა ხელისუფლებას არ მოუხდენია.