ნანა კაკაბაძის განცხადება

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განცხადებას ნანა კაკაბაძე ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ წერილში ოპოზიციამაც და მმართველმა გუნდმაც განსხვავებული გზავნილები ამოიკითხეს. კაკაბაძის თქმით, განცხადებაში ცალსახად წერია, რომ სააკაშვილის განთავსების ადგილი არის ის, სადაც ის ამჟამად იმყოფება.