ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე პრეტენზიას ამჯერად ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა მიზნისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი შეიტანა. ის აცხადებს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100 %-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა, ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოყავს, რომელიც ადვოკატის ინფორმაციით, ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გაფორმდა. თუმცა, დოკუმენტს „ყალბს“ უწოდებს ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენ-დირექტორი, პაატა სალია.
რა გეგმები აქვს ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ახალ დავას, – ნათია ქენქაძე დეტალებით.