ფარული მოსმენები და გავრცელებული ფარული ჩანაწერები გააპროტესტეს ბათუმში, სუს-ის სამსახურთან. აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა შეწყდეს ფარული მიყურადებები და დაისაჯონ დამნაშავეები, – ამ მოთხოვნებით ისინი პროტესტის პერმანენტულად გაგრძელებას გეგმავენ.