„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის განცხადება

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერთა შტაბი შეიქმნა – ოპოზიციაში ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში თქვეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ნიკა მელიას კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარედ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მას.

პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ნიკა მელია არის ის პოლიტიკური ფიგურა, ვინც წლების განმავლობაში ქვეყანაში მძლავრ ოპოზიციურ მუხტს ქმნიდა. ისაუბრეს ნიკა მელიას ფარული ჩანაწერების გავრცელებაზეც, რასაც შიდაპარტიულ პროცესებს უკავშირებენ.