ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯოშუა ჰეკს შეხვდნენ. დისკუსია დახურულ ფორმატში გაიმართა. ოპოზიციის თქმით, განიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა და მისი მნიშვნელობა. მათვე ინფორმაციით, საუბარი შეეხო 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და კოალიციურ მმართველობას.