12 იანვარს ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ კონცერტს გამართავს.
შესრულდება ჩაიკოვსკისა და პიაცოლას ნაწარმოებები. კამერულ ორკესტრში ოპერის თეატრის ყველა წამყვანი მუსიკოსი და კონცერტმაისტერია გაერთიანებული. „ოპერის კამერატა“ მსმენელს მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს და წელიწადში რამდენიმე კონცერტს მართავს თბილისსა და რეგიონებში.
კამერული ორკესტრი გასულ წელს შეიქმნა.