სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის ოპერის თეატრში

14:22, 16.03.2024

კულტურის მინისტრმა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვა, მონტაჟდება გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები; დაწყებულია სცენისა და საორკესტრო ორმოს ბეტონის ფილის დასხმაც, დარბაზის სავარძლები კი რესტავრაციის პროცესშია.

 

მსგავსი