გამოფენა „მხატვართა საიუბილეო წელი“

როგორ იქმნებოდა ოპერის თეატრის ცნობილი ფარდა – ისტორიულ რელიკვიასთან დაკავშირებული იდეები და მონახაზები საგამოფენო სივრცეში ცოცხლდება.

ქართული ხელოვნების ისტორიის კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში ცნობილი მხატვრის, სერგო ქობულაძის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ისტორიული ფოტო-მასალები, გრაფიკული ესკიზები, ცნობილი ილუსტრაციები – ექსპოზიციაზე ქობულაძესთან ერთად კიდევ ერთი დამსახურებული მხატვრის, ოთარ ჯიშკარიანის საკოლექციო და საარქივო ნამუშევრებიც გამოფინეს.