„კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“

 „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“– ამ სახელწოდებით, კლასიკური მუსიკის ცენტრი პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან. კონცერტების ციკლს დღეს, ცნობილი იტალიელი პიანისტი, ალექსანდრ გაჯიევი გახსნის. 20 დეკემბერს მსმენელის წინაშე კამერული ორკესტრი წარდგება. 22 დეკემბერს კი, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს ახალგაზრდა ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი, ცოტნე ზედგენიძე გამართავს. პროექტს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.